პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების ანალიზი;
** კომპანიის პორტფელის ანალიზი;
** ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია, წარდგენა;
** ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
** შიდა და გარე წყაროებთან კომუნიკაცია;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფილიალებთან კომუნიკაცია გეგმების შესრულების კუთხით;
** ქსელის ბონუსების დათვლა და ანალიტიკა;
** განყოფილების ხელმძღვანელის მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
** მმართველობითი ფინანსების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა, MS SQL-ის ცოდნა სასურველია;
** ბიუჯეტირების პროცესის პრინციპების ცოდნა;
** ფინანსური, საგადასახადო აღრიცხის, მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 24 თებერვალს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია "პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსი" ).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე