ოჯახის ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. (სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** პირადი ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

უნარ ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე meri.napetvaridze@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე