ადმინისტრატორი, ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი, ბელბოი
მომწოდებელი: Redline Hotel
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო "რედლაინი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

გამოცდილება და უნარები:

** რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება
** სტუმრების გაწერა, ანგარიშსწორება
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
** აუცილებლობის შემთხვევაში სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: 12 სთ ცვლები: დღე, ღამე, მომდევნო 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) + ბონუსები და კვებით უზრუნველყოფა.

2. ბელბოი (შვეიცარი)

მოვალეობები:

** სტუმრის შეხვედრა და გაცილება;
** სტუმრების დახმარება ბარგის გადაზიდვაში;
** აუცილებლობის შემთხვევაში სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პერსონალური მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული და კომუნიკაბელური

პირობები:

24 საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) + ბონუსები და კვებით უზრუნველყოფა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე: info@redlinehotel.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე