ჯგუფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: 3D Pharma
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
ფარმაცევტული კომპანია LTD "3D" Georgia აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** ჯგუფის მართვა
** ჯგუფისთვის მოტივაციის შექმნა
** დაგეგმარების და პროექტების შედგენის უნარი
** რაპორტების ანალიზი
** ორმაგი ვიზიტების განხორციელება
** გეგმის შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ - ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალობა
** პოზიტიურობა

კომპანია გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ პაკეტს (მობილური კავშირი, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების საკომპენსაციო თანხა, ბონუსი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე ltd3dgeorgia@gmail.com (CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!). გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე