ფინანასური რისკების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანასური რისკების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის ფინანსური რისკების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის ფინანსური რისკების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების ამოცანაა: ფინანსური რისკების მონიტორინგი და შეფასება, მაკროპრუდენციული პოლიტიკის ანალიზი და შემუშავება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის ორგანიზაციის შიდა და გარე ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიკვიდობის რისკის მონიტორინგი და შეფასება;
** საბაზრო რისკების ანალიზი;
** ფასდადების პრაქტიკის შესწავლა;
** სისტემის მომგებიანობის შეფასება და ანალიზი;
** საზედამხედველო პროცესში წარმოდგენილი პოლიტიკა/პროცედურების და მოდელების შესწავლა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო, აუდიტორულ, ან ფინანსურ სფეროში);
** საფინანსო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook, MS Powerpoint);
** უცხო ენები: ინგლისური: B2
** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, საბანკო ზედამხედველობისათვის გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა;

კომპეტენციები:

** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა;
** ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება 3 000 - 4 000 დარიცხული ლარის ოდენობით.

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეებს გადარჩევა;
** წერითი ან/და ზეპირი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 24 თებერვლამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფინანსური რისკების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე