კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილების ამოცანაა:

** განახორციელოს საქართველოს საფინანსო სისტემაში არსებული კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასება/ანალიზი და დისტანციურად და ადგილზე შემოწმების გზით განახორციელოს ფინანსური ინსტიტუტების რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობა.
** სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრეინინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ინსტიტუტების კიბერ-რისკის ანალიზი, და შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების მომზადება და გატარება;
** კიბერ-უსაფრთხოებასთან და სხვა საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავება და გადახედვა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუ-კავშირი;
** საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის ანგარიშგების მომზადება და პერიოდული მოხსენებების ჩატარება;
** ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შეფასების დაგეგმვა და შემოწმება;
** ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული სავალდებულო და სარეკომენდაციო ღონისძიებების შესრულების შემდგომი მონიტორინგი;
** კიბერ-რისკების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე მოცემული პრაქტიკის დანერგვა/გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, ეკონომიკის, ფინანსების და/ან მათემატიკის მიმართულებით;
** კიბერუსაფრთხოების, საინფორმაციო სისტემების აუდიტის ან დაკავშირებულ დარგში არანაკლებ სამ-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** კიბერ-უსაფრთხოების დარგთან შეხება და ამავე დარგის ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემების ცოდნა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ცოდნა;
** სისტემური და ქსელური ადმინისტრაციის პრინციპების ფლობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

კომპეტენციები:

** საქმიანობის დაგეგმვის, ამოცანების ეფექტიანად დელეგირებისა და მიღწეული პროგრესის მონიტორინგის უნარი;
** თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ინოვაციების ინიცირება და მართვა;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა.
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი.
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

- საინფორმაციო/კიბერუსაფრთხოების და საინფორმაციო სისტემების დარგში შესაბამისი სერტიფიცირება(მ.შ. CISSP, CISA, CISM, CRISC);
- საბანკო საქმეში, კიბერუსაფრთხოების, აუდიტის და საოპერაციო რისკების მართვის გამოცდილება, განსაკუთრებით საინფორმაციო სისტემების აუდიტის მიმართულებით;
- საინფორმაციო სისტემების ცოდნა რომელიც თავის მხრივ მოიცავს არა მარტო საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ საინფორმაციო სისტემების მართვას ბიზნეს პროცესზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით;
- საგადახდო ბარათებთან მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: 5 300 ლარი (დარიცხული)

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** წერითი ან/და ზეპირი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 28 თებერვლამდე CV გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge ასევე, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე