მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: King David
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
მრავალფუნქციური კომპლექსი "King David"-ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინერის პოზიციაზე

მთავარი ინჟინრის ძირითადი ფუნქციები:

** ავტომატური მართვის სისტემები, ელექტროსაინჟინრო, ხანძარქრობის, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების, ავტომატიზირებული პარკინგებისა და ლიფტების საპროექტო-სამონტაჟო პროცესის კოორდინაცია ხელმძღვანელობა.
** პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული შესწავლა და სწრაფი რეაგირება.
** პროექტში შესატანი ტექნოლოგიურ-მეთოდოლოგიური ცვლილებების საჭირო კვლევების ინიცირება და პროცესის კონტროლი.
** სისტემების მომსახურე თანამშრომლებისთვის კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი.
** გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის შედგენა და ადმინისტრაციისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სათანადო კვალიფიკაცია;
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ხელფასი- 3 000 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.kordzadze@kdr.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ინჟინერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე