საოპერაციო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 29 თებერვალი
"დრესაპ ჯგუფი" 25 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi`s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Greyder, Converse, Lacoste, Vans, Bensimon, Guess, Gant, Tommy Jeans, Jack & Jones ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 38 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე.

ანგარიშვალდებულება:

** აღმასრულებელი დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წინაშე
** უშუალო ხელმძღვანელი
** აღმასრულებელი დირექტორი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის საოპერაციო პროექტების მართვა (დაგეგმვა, კოორდინირება, ზედამხედველობა, შესრულების ვადების კონტროლი, ტექნიკური უზრუნველყოფა);
** საოპერაციო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და დახვეწაზე ზრუნვა;
** ხარჯთეფექტურობის ზრდა საოპერაციო მიმართულებით;
** საოპერაციო მიმართულებით ახალი იდეებისა და პროექტების გენერირება;
** კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, აღმოფხვრა;
** მაღაზიათა ქსელში პერიოდული ინსპექტირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** შიდა საოპერაციო რეგულაციების დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების გათვალისწინება და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა;
** პროცესებისა და პროექტების შუალედური შედეგების განხილვა, ხელმძღვანელთათვის რეპორტების მომზადება;
** კომუნიკაცია ბიზნეს პარტნიორებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
** საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელთათვის ანგარიშის წარდგენა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების სფეროში);
** MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესის ამტანობა;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29.02.2020.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე