გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
შპს "ინტელკომ ჯგუფი", ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანია ქსელური აპარატურის დისტრიბუციის სფეროში, მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
შვებულება: 24 დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება;
** ტექნიკის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (სასურველი);
** რუსული და/ან ინგლისური ენის დამაკმაყოფილებელი ცოდნა.

მოვალეობები:

1. შესყიდვების წინა/შემდგომი მხარდაჭერის გაწევა:

** შოურუმში მოსული მომხმარებლისთვის;
** ელ-ფოსტით;
** სატელეფონო ზარით.

2. მიღებული შეკვეთის დამუშავება:

** შოურუმში მოსული მომხმარებლისგან;
** ვებ-გვერდიდან;
** ელ-ფოსტით;
** სატელეფონო ზარით.

შრომის ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურება 1000 ლარი).
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის სამედიცინო დაზღვევით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითონ - "გაყიდვების მენეჯერი".

განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2020 წლის 10 მარტი.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე