სადოქტორო სტიპენდია მომავალი დოქტორებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადოქტორო სტიპენდია მომავალი დოქტორებისთვის
მომწოდებელი: YIC
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
მომავალი დოქტორების საყურადღებოდ! - სადოქტორო სტიპენდია 2020

** გინდა გახდე დოქტორანტი და გაქვს საინტერესო იდეა სადოქტორო თემისთვის?
** ხარ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონს სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?
** გსურს იკვლიო ძალიან მნიშნვნელოვანი თემა და გჭირდება ხელშეწყობა შენი იდეების განსახორციელებლად?
** მუდმივად ეძებ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?
** მზად ხარ შეეჭიდო რთულ და საინტერესო პრობლემებს?
** არ გაშინებს ტექნიკური და ნახევრად ტექნიკური საკითხების შესწავლა?
** B1/B2 ან უფრო მაღალ დონეზე იცი ინგლისური და/ან რუსული ენები?
** გინდა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში?

ამ კითხვებიდან მინიმუმ 6-ს დადებითად თუ პასუხობ, მაშინ ეს განაცხადი შენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა!

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი აცხადებს კონკურსს სტიპენდიებზე დოქტორანტურის გავლის მსურველთათვის შემდეგი მიმართულებებით:

** სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
** ჰუმანიტარული მეცნიერებები;
** ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;
** ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა;
** ხელოვნური ინტელექტი.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარები, მხარი დაუჭიროს მეცნიერული კვლევის პროცესში და დაეხმაროს მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში.

დაფინანსება:

ცენტრის მიერ გაცემული სადოქტორო სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს.

მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3 წელი. 2020 წელს დაფინანსდება 10 დოქტორანტი.

სტიპენდიის მოპოვებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - youth.innovative.center@gmail.com

** რეზიუმე (უმჯობესია ქართულ ენაზე);
** მოკლე ინფორმაცია საკვლევი პრობლემატიკის თაობაზე (საკვლევი პრობლემატიკის სფერო და მოკლე აღწერილობა);
** რეკომენდაციები (სასურველია);
** თემის მომავალი სავარაუდო ხელმძღვანელის რეზიუმე (სასურველია);

გთხოვთ მიუთითოთ სავარაუდო ხელმძღვანელი და უნივერსიტეტი (როგორც უნივერსიტეტი, ასევე ხელმძღვანელი შესაძლოა შეცვალოთ).

ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "სადოქტორო სტიპენდია - სფერო" (თქვენი საკვლევი პრობლემატიკის შესაბამისი სფერო, მაგ: "სადოქტორო სტიპენდია - სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები").

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე