მენეჯერი, ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი, ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო საფირი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"Sapphire Hotel & Spa Bakuriani" მდებარეობს ბაკურიანში, სასტუმროში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 27 კომფორტული ნომერი და საფირი ლაუნჯი (Sapphire Lounge). სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს:

1. სასტუმროს მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალებები:

** სასტუმროს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი, კონკრეტული და მკაფიო მიზნების და ამოცანების განსაზღვრა და მათ სისრულეში მოყვანაზე ზრუნვა;
** სასტუმროს ყველა დეპარტამენტის მონიტორინგი, მათთვის მიზნების და ამოცანების დასახვა და მათი სისრულეში მოყვანის კონტროლი;
** სასტუმროს პერსონალის მართვა და გუნდური გარემოს ჩამოყალიბება;
** მომსახურების სტანდარტის დაცვა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ფრონტ-დესკის მუშაობის მონიტორინგი;
** დაჯავშნის სისტემების და დაჯავშნის პლატფორმის მართვა და მონიტორინგი;
** სტუმრებთან ურთიერთობა, საჩივრების მიღება და პრობლემებთან გამკლავება;
** სასტუმროში არსებული კვების ობიექტის (ლაუნჯი და ბარი) მუშაობის კონტროლი;
** რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
** სასტუმროში წამოჭრილ ნებისმიერ საკითხთან გამკლავება.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაწონასწორებულობა;
** დროის მართვის და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

2. ადმინისტრატორი

სამუშაო განრიგი: 12 საათიანი გრაფიკი (დღის და ღამის ცვლა)
ხელფასი: 600 - 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სატელეფონო ზარებზე/მეილებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება (ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული მომსახურებების შესახებ;
** სასტუმროს ჯავშნების პროგრამის და ონლაინ პლატფორმების (Booking, Expedia) მონიტორინგი;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** ნომრების სისუფთავის/გამართულობის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სასტუმროს მენეჯმენტის მითითებების შესრულება;
** სასტუმროს სერვისის მუდმივი კონტროლი;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული მონიტორინგი.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** უცხო ენების - ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა(სხვა ენების ცოდნა ჩაეთვლება უპირატესობაში);
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office / Excel / Power Point);
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღება-გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინით და კვებით უზრუნველყოფას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** ზრდის და განვითარების ხელშეწყობას

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით (3X4), მისამართზე: hrsapphirebakuriani@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "მენეჯერი", "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე