რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: სასტუმრო ამბასადორი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი კაჭრეთში" აცხადებს ვაკანსიებს კაჭრეთში არსებულ სასტუმროში.

ვაკანსია მიმღებ განყოფილებაში რეცეფციონისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მისალმება/მიღება/განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების და წესების ზუსტი დაცვა;
** სტუმრის მისაღებად ნომრების მზადყოფნის შემოწმება;
** სასტუმროში არსებული ყველა შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** რეგისტრაციის ყველა პროცედურის შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტის შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრებთან და ფინანსურ განყოფილებასთან ფინანსური ანგარიშსწორება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** თავაზიანი და მოწესრიგებული;
** მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

სასტუმროში არსებული უსაფრთხოების ზომების დაცვა სტანდარტის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, განვითარების და წინსვლის პერპსექტივით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hrkachreti@ambassadori.com არაუგვიანეს 29 თებერვლისა.

აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე