მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ამბასადორი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 29 თებერვალი
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი კაჭრეთში" აცხადებს ვაკანსიებს კაჭრეთში არსებულ სასტუმროში: მიმტანი.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მისალმება, მაგიდასთან მიცილება;
** შეკვეთის სტანდარტის დაცვის მიხედვით აღება და შეკვეთის დროულად მიტანის უზრუნველყოფა;
** მენიუს ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სამზარეულოსთვის სრულყოფილი ინფორმაციის და მოთხოვნის მიწოდება;
** სტუმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტის შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** თავაზიანი და მოწესრიგებული;
** მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, განვითარების და წინსვლის პერპსექტივით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hrkachreti@ambassadori.com არაუგვიანეს 29 თებერვლისა.

აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე