მოწვეული მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული მასწავლებელი
მომწოდებელი: თავისუფალი აკადემია
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 04 მარტი
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს მოწვეული მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:

** დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართულება.
** დაწყებითი საფეხურის მიმართულება (I-IV).
** სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება.
** დაწყებითი საფეხურის მათემატიკის (I-VI) მიმართულება.

1. საკონკურსო კრიტერიუმები:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებულ, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (არსებობის შემთხვევაში).
** შესაბამის დარგში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (არსებობის შემთხვევაში).
** დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობა (არსებობის შემთხვევაში).

წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით ქართულ და ინგლისურ ენაზე);
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
4. პედაგოგიური ან/და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები დასაკავებელი აკადემიური თანამდებობის შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში);
5. დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში (არსებობის შემთხვევაში);
5. კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
6. დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

* უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.

დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში;
** სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა;
** უცხოური ენის (ერთ-ერთი ევროპული ენის) ცოდნა.

კონკურსი ჩატარდება თბილისის თავისუფალი აკადემიის პერსონალის მართვის წესის შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 24 იანვრიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 6 მარტისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 10 მარტს (კონკურსანტებს გასაუბრებით დრო ეცნობებათ პირადად განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 13 მარტისა.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში 2020 წლის 25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge | tea.tulashvili@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.
ტელ: 2 36 91 60
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე