გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კოსმო ფრეითი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
კომპანია "კოსმო ფრეითი" გახლავთ სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანიის გამოცდილი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო მომსახურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი, ვაფასებთ და ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე.

კომპანია "კოსმო ფრეითი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; სასურველია ლოჯისტიკის სფეროში.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება,
** ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის კომპანიის საქმიანობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კლიენტის დარწმუნება გადაწყვეტილების მიღებაში;
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება/გაღრმავება;
** კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე გაყიდვების პროცესის შესახებ.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: sales@cosmofreight.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ანაზღაურება: ზრდადი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე