საიტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიტ მენეჯერი
მომწოდებელი: Domson’s Engineering & Construction
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
Domson`s Engineering & Construction -ი უზრუნველყოფს სამშენებლო და ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კვალიფიციურ სპეციალისტებში აქტიური ინვესტირების, საინჟინრო სფეროში საჭირო ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შედეგად, კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა კავკასიის რეგიონში.

დღესდღეობით, Domson`s Engineering & Construction-ის მრავალი თანამშრომელი, მათ შორის პროექტანტ-ინჟინრები, პროექტის მენეჯერები და საიტ მენეჯერები მუშაობენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

პოზიცია: საიტ მენეჯერი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მართვა და მეთვალყურეობა
** მექანიკური-საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
** რესურსების სწორად განაწილება
** ტექნიკოსების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის
** შესასრულებელი სამუშაოების ვადების კონტროლი
** საწყობიდან გაცემული მასალის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის და გარჩევის უნარი
** სასურველია AutoCAD ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** საინჟინრო ან სამშენებლო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვა-სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@domsons.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 24 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე