გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სპეცკომფორტი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
კომპანია "სპეცკომფორტი" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და პრაქტიკული განხორციელება;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, შეთავაზებების განხორციელება და პროდუქციის რეალიზება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა და ამ მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული სვლის განხორციელება;
** დირექტორისა და ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** თურქული ენის ცოდნა; ასევე - ინგლისური (B2), რუსული (B2);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სოციალური ქსელების საშუალებით პროდუქტის პოპულარიზაციისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოლაპარაკების წარმოების უნარის მქონე;
** დარწმუნების უნარის მქონე;
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგების უნარის მქონე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500+ ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ასევე დამატებით ბონუსები.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ კოლექტივს;
** თქვენი შრომისა და შედეგების დაფასებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: speckomforti@mail.ru არაუგვიანეს 2020 წლის 23 თებერვლამდე და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე