ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ოფისისთვის საჭირო ნივთების შეკვეთა და მარაგების კონტროლი;
** ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრისთვის ოფისის მოწესრიგება;
** სატელეფონო ზარების პასუხი, შესაბამის ადრესატთან გადამისამართება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** თანამშრომლების დაზღვევის, კორპორაციული ნომრების კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე კადრების ყოველდღიური მოსვლის და წასვლის კონტროლი;
** სტუმრების მიღება (საჭიროებისამებრ ყავა-ჩაით გამასპინძლება);
** ოფისის სამუშაო სივრცეებში სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@benegroup.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე