კონდიციონერის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიციონერის ხელოსანი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც სწრაფი და ხარისხიანი ხელოსანი გამოძახებით. განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ელის ახალ თანამშრომელს.

კომპანია ეძებს კონდიციონერის ხელოსანს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" კატეგორია;

ზოგადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა/კოლეგიალურობა.

კონდიციონერის ხელოსნის ძირითადი სამუშაო სპეციფიკა:

სხვადასახვა ტიპის კონდიცირების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა:

** სპლიტ სისტემა;
** ჩილერი;
** VRF და VRV სისტემა;
** რუფ-ტოპ სისტემა;
** კონდიციონერის დემონტაჟი/მონტაჟი.
** კონდიციონერის ელექტრო დაზიანების შეკეთება.
** კონდიციონერის მექანიკური დაზიანების შეკეთება.
** ფრეონის დამატება.
** კონდიციონერი შიდა/გარე ბლოკის გამორეცხვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
** დაზღვევას;
** მობილურზე სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ნომერზე: (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6.

"მისტერ მასტერის" საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე