მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
წარმოიდგინე, შენ ხარ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი - ე.ი. სუპერმარკეტში ყველაზე საჭირო ადამიანი.

1. მაღაზიაში შემოსულ ადამიანებს ახვედრებ პროდუქციით სავსე თაროს;
2. ეხმარები მათთვის სასურველი პროდუქციის პოვნაში;
3. ამოწმებ პროდუქციის ხარისხის, ვადას, ფასმაჩვენებლებს. შენ ხომ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი ხარ;
4. აკონტროლებ ყველაფერს სალაროსთან. კი, ნაღდ ფულსაც. დიახ, საპასუხისმგებლოა. შენ ხომ აქ მთავარი ხარ?!
5. მომხმარებლებს მიმართავ "რით შემიძლია დაგეხმაროთ?" და ამით აჩვენებ, რომ ზრუნავ.
6. სანამ შენ ზრუნავ მომხარებელზე, ჩვენ გვინდა შენზე ვიზრუნოთ, ამიტომ ვიფიქრეთ რა შეიძლება გჭირდებოდეს:

** ტრანსპორტირება? - სამგზავრო ბარათზე ჩვენგან თანხა დაგერიცხება;
** კვებაზე ფიქრობ? - 50% ფასდაკლება გექნება ჩვენს პროდუქციაზე;
** სწავლაში ხელი შეგეშლება და ამაზე დარდობ? - სასურველ გრაფიკს აირჩევ;
** სწავლის საფასურის გადახდაზე გეფიქრება? - ჩვენ დაგეხმარებით;
** განვითარება და კარიერული წინსვლა გინდა? - ყოველ კვირას "სპარის" ახალი მაღაზიები იხსნება, რაც დაწინაურების უდიდეს შესაძლებლობას გაძლევს;
** გამოცდილება არ გაქვს? - მერე რა, ჩვენ გასწავლით!
** და ბოლოს, შეუძლებელია ადამიანს 100% ყველაფერი მოსწონდეს. ამიტომ, თუ რაიმე არ მოგეწონება, ერთად ვიმუშაოთ მის გამოსწორებაზე!

ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: "ერთად უკეთესია!"
"ეს ჩვენს კომპანიაში პოზიტიური სიახლეების მხოლოდ დასაწყისია!" - აცხადებენ კომპანიაში.

გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com; სათაურის ველში მიუთითე "მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი" და ჩვენ მალე დაგირეკავთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე