ლიფტებისა და ესკალატორების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიფტებისა და ესკალატორების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებას და ქარხნულ გარანტიას.

კომპანია "მეპერსი" აცხადებს ვაკანსიას ლიფტებისა და ესკალატორების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება.
** კლიენტის მოთხოვნების განსაზღვრა და ოპტიმალური შეთავაზების გაკეთება.
** დამკვეთების მონაცემების ბაზის შექმნა და მისი რეგულარული გაახლება
** ინფორმაციის რეგულარული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის
** წარმატებული და წარუმატებელი პროექტების ანალიზი და მიზეზების კვლევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო და/ან მარკეტინგის მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** არქიტექტურული ნახაზების წაკითხვის და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრის უნარი
** ორგანიზებულობა
** ​პრეზენტაბელურობა
** ინიციატივების გამოჩენის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება

უცხო ენების ცოდნა: ინგლისური რუსული სრულყოფილად, (თურქული ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი უნარ-ჩვევები: კომპიუტერული პროგრამების MS Excel, MS Word (Autocad, Archicad) ცოდნა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

http://www.meppers.ge/

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს: https://www.facebook.com/meppersGeorgia/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე