შემოსავლების აუდიტორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლების აუდიტორის დამხმარე
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"Adjara Group" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების აუდიტორის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს დახმარება შემოსავლების აუდიტორს მიმდინარე საკითხებში;
** შემოსავლების აუდიტორთან ერთად ორგანიზება გაუწიოს, დაგეგმოს და განახორციელოს კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ყველა სახის საბუღალტრო ოპერაცია;
** შეამოწმოს პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილი ყველა ჩეკი, ასევე, ხელმძღვანელთან შეთანხმებით განიხილოს დღგ-საგან გათავისუფლების ყველა შესაძლო შემთხვევა;
** აკონტროლოს ანგარიშები ოთახების ტარიფის ცვალებადობის შესახებ;
** აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაციის სწორი შევსება და დაარქივება;
** მონაწილეობა მიიღოს წლის ბოლოს დახურვის პროცესებში და საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებაში;
** შეამოწმოს, წარადგინა თუ არა თითოეულმა დეპარტამენტმა მათ მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია;
** მიიღოს ინფორმაცია რეგისტრაციების დეპარტამენტის მოლარისაგან;
** აკონტროლოს რეგისტრაციების დეპარტამენტის მოლარის მიერ შესასრულებელი ოპერაციები;
** იყოს მეგობრული და გუნდური მოთამაშე;
** ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში (ჩაითვლება უპირატესად);
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com 23 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე