სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"ევექსის კლინიკები" აცხადებს სერვისის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის კლინიკა.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგისტრაციის დესქისა და მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა, მოგვარება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი რეაგირება და მომხმარებლის ინფორმირება; პრობლემებისა და პრეტენზიების საფუძველზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის ან/და კლინიკის დირექტორისგან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** პრიორიტეტულია, სამედიცინო დაწესებულებაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ ერთი წლისა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23 თებერვალი, 2020 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/servisis-menejeri/246

"ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"ევექსის კლინიკებში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "ევექსის კლინიკების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე