ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა;
ანაზღაურება: 816-დან 960-ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და მოვალეობები:

საკადრო საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტების შემუშავება, თანამშრომლების აღრიცხვიანობის მართვა და მონაცემთა ბაზების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში

სამუშაოს მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და სამართლის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე