სხვადასხვა - ასისტენტ-პროფესორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა - ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს ასისტენტ- პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ მიმართულებებზე:

** ბიზნესის ადმინისტრირება
** ფინანსები
** მენეჯმენტი
** მარკეტინგი
** საბუღალტრო აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი შესაბამის დარგში, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.
** პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: ასისტენტ-პროფესორის პოზიციისთვის აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას და საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სრულყოფილად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები შესაბამის დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
** საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
** სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო 5 წლის შედეგები).

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 18 იანვარი 2020 წ.
საბუთების მიღება: 2020 წლის 18 თებერვლიდან 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2020 წლის თებერვალი-მარტი
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 9 მარტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge ან ნომერზე: 032 2377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე