სარეზერვო ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზერვო ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სს "ტერაბანკი" სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის ადანიშნულება:

** კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ბანკის მომსახურებასა და პროდუქტებზე
** კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების და საბანკო ოპერაციის შესრულება

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემომავალი ზარების პასუხი
** ბანკის სხვადასხვა განყოფილებების თხოვნის საფუძველზე გამოკითხვების ჩატარება
** კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება ბანკის შესახებ არსებული სხვადასხვა ტიპის სიახლეების შესახებ
** სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის სერვისების პროცედურით განსაზღვრული პროდუქტების გააქტიურება და ოპერაციების შესრულება
** ონლაინ ჩათში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პროგრამები
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე