პროგრამის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

მოვალეობები:

** სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა/კონტროლი;
** საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება;
** ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა;
** საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება;
** წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა);
** მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.
** ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა-წარმოება (ინფორმაციის სათანადო წესით აღრიცხვა);
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით სასურველია;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;
** სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
** ღშ.გე-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა.

ანაზღაურება - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროგრამის ოპერატორი თბილისში ან ბათუმში".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე