ავტომტვირთავის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომტვირთავის მძღოლი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაოს აღწერა:

** დაიცვას დისციპლინარული ნორმები და წესრიგი (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება, სამუშაო არეალის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს კლიენტთა მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში;
** უზრუნველყოს საქონლის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვა;
** უზრუნველყოს ავტომტვირთავზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ.;
** მუშაობის პროცესში ყურადღება მიაქციოს საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს და კონტროლი გაუწიოს რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე (ნივთი არ იყოს დაზიანებული: დახეული, დამტვრეული, დაკაწრული, სველი და ა.შ.);
** აკონტროლოს, საქონლის მიღებისა და გაცემის მომენტში, რამდენად სწორად გასცემს ან იღებს საქონელს;
** უზრუნველყოს ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანრო უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები როგორც უცხო პირებთან მიმართებაში, ასევე კოლეგებთან და საკუთარ თავთან მიმართებაში;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
** მართვის მოწმობა (მინიმუმ B კატეგორია)
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 10 თებერვალი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ავტომტვირთავის მძღოლი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე