რითეილ მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რითეილ მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას რითეილ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტიმულირება საცალო გაყიდვების მიმართულებით და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** ბაზრის კვლევა (პროდუქტები, მომხმარებლები, სერვისები და ა.შ.), ბაზრის მოთხოვნების (ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები) შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
** კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრენდის და მომსახურების განსავითარებლად ახალი გზების და შესაძლებლობების მოძიება;
** ნოვას საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ბრენდების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, აქციების დაგეგმვა, ორგანიზება, ანალიზი და რეპორტინგი;
** მომხმარებლის მოსაზიდად ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიების განსაზღვრა და დაგეგმვა;
** მიზნობრივი აუდიტორიის და ინფორმაციის მისაწოდებელი არხების და მეთოდების განსაზღვრა;
** მომხმარებლის უკურეაქციის ანალიზი და მომხმარებლის კმაყოფილების მონიტორინგი;
** ბრენდის და მისი მახასიათებლების შესახებ თანამშრომლების ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა / ორგანიზება;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
** მარკეტინგის დეპარტამენტის გეგმებისა და ბიუჯეტის განსაზღვრაში მონაწილეობა;
** კომპანიის მიერ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** პერიოდული მივლინებები ნოვას ბათუმის ფილიალში, იგივე აქტივობების და მონიტორინგის განსახორციელებლად;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Photoshop, Internet );
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რითეილ მარკეტინგის მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე