შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ართვინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება, მათი პროდუქციის ფასების შედარება და პოზიციონირება ბაზარზე არსებული კონკურენტული ბრენდების ფასებთან;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ მომწოდებლებთან;
** მომწოდებელთან შეთანხმებით პროდუქციის კონკურენტული გასაყიდი ფასის დადგენა;
** არსებულ ასორტიმენტზე კონკურენტების ფასების და დამატებითი შეთავაზებების ანალიზი და შესაბამისად რეაგირება;
** თითოეული მომწოდებლის შეკვეთის დამუშავება და პროგრამაში შესაყვანად გამზადება;
** ყოველკვირეული და ყოველდღიური შესყიდვების დაგეგმვა და შეთანხმება ხელმძვანელობასთან;
** შესყიდვების ანალიზი და მასზე დაყრდნობით ოპტიმალური მარაგების დაგეგმვა საწყობში, რათა გამოირიცხოს მარაგების როგორც სიჭარბე, ასევე დეფიციტი;
** შესასყიდი პროდუქციის ასორტიმენტის ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, სამშენებლო/საინჟინრო, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების ან მენეჯმენტის განხრა და სხვა ტექნიკური მიმართულება);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის ან/და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სასურველია სამშენებლო სფეროში);
** მწარმოებლებთან/მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება და ქართული ბაზრის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, Internet)
** აუცილებელი პირობა მართვის მოწმობის ქონა;
** სასურველია ინგლისური/თურქული/რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: info@artwin.ge არაუგვიანეს 2020 წლის 31 იანვრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შესყიდვების მენეჯერი".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე