მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
illy Caffè-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** უმაღლესი განათლება (სასურველი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული.
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** გაყიდვებზე ორიენტირებული.
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები) აეროპორტის ფილიალში. 600 ლარი (ხელზე ასაღები) გალერია თბილისის ფილიალში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე