აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას
აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:

** ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია - პროფესორი.
** პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა განხორციელდება 4 წლის ვადით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია - მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება, ასევე:

** ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგიის მიმართულებით კვლევებში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებულ კვლევებში მონაწილეობა ან/და გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

უპირატესობა მიენიჭება:

** უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას;
** აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღების ვადად განისაზღვროს 2020 წლის 14 თებერვლიდან - 2020 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

** ბიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
** ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** პუბლიკაციების ჩამონათვალი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება განხორციელდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.me/51883287044461
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2020 წლის 18 თებერვლიდან - 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2020 წლის 24 თებერვლიდან - 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0131, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: vacancy@freeuni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე