აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი" (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ჯანდაცვის ფაკულტეტზე:

** პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ბიოლოგია) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ორი საშტატო ერთეული;
** ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ზოგადი ქირურგია) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ორი საშტატო ერთეული;
** ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოდონტია) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ორი საშტატო ერთეული;
** ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება - შინაგანი სნეულებანი) ქართულ და რუსულ ენებზე, ორი საშტატო ერთეული;
** ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება - მიკრობიოლოგია) ქართულ და რუსულ ენებზე, ორი საშტატო ერთეული;

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი:

4 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

უვადოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის 3.1. ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);
გ) თანახმაა, 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, ამ დებულებით დადგენილი წესით.

ასოცირებული პროფესორი:

4 წლის ვადით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

ასისტენტი

3 წლის ვადით ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად: - აქვს პროფესიული გამოცდილების 2 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და - გამოქვეყნებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა:

** აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
** ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
** აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია "A" კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;
** აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
** აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება "B" კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

** განცხადება;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე);
** ნოტარიალურად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში - აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
** პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
** ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში - პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და სტატიის ამონარიდის დართვით;
** განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://www.thu.edu.ge

** კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
** ღია კონკურსი ცხადდება 2020 წლის 14 იანვრიდან;
** ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი № 17, 2020 წლის 14 თებერვლის 10.00 საათიდან 2020 წლის 21 თებერვლის 17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.

კონკურსის ეტაპებია:

** განაცხადის წარდგენა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრებაზე დაშვებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგები ეცნობებათ კანდიდატებს.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი: სოფიო მგალობლიშვილი ტელ: 551 087 187

ან მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე