ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ქსელის უფროსი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ქსელის უფროსი ინჟინერი
მომწოდებელი: სმართ ლოჯიქი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სსიპ "სმართ ლოჯიქი" არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა, სახელმწიფო უწყებებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დინამიურად განვითარებად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. სსიპ "სმართ ლოჯიქის" ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ერთიანი სახელმწიფო "ქლაუდ სისტემის" დანერგვა და მისი მონიტორინგი; ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ გაწეული ხარჯების მინიმიზაციას; მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა. დღეის მდგომარეობით სსიპ "სმართ ლოჯიქი" 35-ზე მეტ ორგანიზაციას აწვდის სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის IT მომსახურებას.

სამუშაო პოზიციის დასახელება: სსიპ "სმართ ლოჯიქის" ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ქსელის უფროსი ინჟინერი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 5000 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელის ინფრასტრუქტურის დაპროექტება;
** ახალი ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია;
** რეგიონალური ოფისების ქსელის მართვა;
** LAN/WAN ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** მის მიერ მართვადი ქსელური სისტემების დოკუმენტაციის წარმოება;
** ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის სარეზერვო კოპირება;
** ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ქსელის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა CCNP სერთიფიკატის ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);

შემდეგ სისტემებთან და პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება:

** BGP;
** Radius (ACS);
** wired and wireless 802.1x Based Authentication;
** WCCP;
** Network Documentation;
** Multi Area OSPF, EIGRP (stub, summary);
** IP SLA;
** VRF;
** Layer 2 protocols;
** RSTP;
** MSTP;
** Private vlans;
** HSRP, NAT;
** cisco stack wise technology;
** ASA firewall Configuration include active/active;
** VPN Technology: site-to-site vpn, VTI, Easy VPN with Radius authentication and authorization. DMVPN, SSL-Based VPN (any connect);
** Security features: DHCP snooping DIA, Cisco Zone-Based Firewall, Routing and Switching protocols Security;
** Cisco Enterprise Wireless Solution;
** SNMP, syslog, NTP.
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** პრობლემების ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.

დამატებითი ინფორმაცია:

** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად;
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
** გთხოვთ, განაცხადში ატვირთოთ CCNP სერთიფიკატი.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

** საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე