IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
სასტუმროების ქსელი "სტადიუმ ჰოტელი - თბილისი" (Stadium Hotel - Tbilisi), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბისი წითელი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს კომპიუტერული ოთახებისა და აღჭურვილობის მოწესრიგებული და გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა.
** სასტუმროს ტერიტორიაზე ინტერნეტის მუდმივი, ეფექტური ფუნქციონირების, PMS, POS, IPTV, ასევე საკომუნიკაციო, სატელეფონო სისტემის პროგრამულად უზრუნველყოფა.
** ქსელის კონფიგურაციის ზედამხედველობა და მართვა. სერვერებზე, სამუშაო სადგურებზე, ქსელის მოწყობილობებზე, PABX- ზე, ელ.ფოსტის ანგარიშებზე და ასევე, ძირითადი სერვერის მხარდაჭერა.
** პოლიტიკის და პროცედურების მომზადება IT დეპარტამენტისთვის და მომხმარებელთა განყოფილებისთვის.
** ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა, ანტი ვირუსის დაყენება და ყოველდღიური მხარდაჭერის მართვა.
** ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის სათანადო ინვენტარის კონტროლი.
** IT უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ თანამშრომელთა ინფორმირება და საჭიროებისამებრ, გადამზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
** MS Office, MS Office, TARS, HotelLink, Opera/VPN/Firewall/Fidelio/Micros.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** გუნდში მომუშავე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე