ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: MaxinAI
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"MaxinAI" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე

"მაქსინ ეი აი" დაარსდა 2017 წელს და წარმოადგენს ლიდერ კომპანიას AI Consulting-ის მიმართულებით საქართველოში. "MaxinAI" პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს კომპანიებს აშშ-დან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

მოვალეობები:

** Outsource პროექტისთვის პროცესის აღწერილობის მომზადება, დიაგრამის ან/და სტანდარტული ტექსტური ფორმით;
** ბიზნეს პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი/განახლებული ბიზნეს პროცესების მოდელირება;
** Machine Learning/AI პროექტების შედეგებზე დროულად ორიენტირებული პროცესების გამართვაში აქტიური მონაწილეობა/ჩართულობა;
** კლიენტის მიერ დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი, სტრუქტურირება და დოკუმენტირება;
** მანქანური სწავლების, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის და დიდი მონაცემების ინჟინრებთან ყოველ დღიურ სტენდაპებზე, კოდის კომენტარების გადამოწმების და კონტროლის პროცესის გამართვა - რამაც უნდა გაამარტივოს ნებისმიერ ეტაპზე პროექტისთვის საჭირო ტექნიკური ანგარიშის მომზადება;
** მუდმივი კომუნიკაცია ინჟინერიის დირექტორთან.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: 3 წელი;
** ბიზნეს-ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ან პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ანალიტიკოსების გუნდთან ერთად;
** IT პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა;
** Machine Learning და AI პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად,
** ასევე საუნივერსიტეტო განათლება მონაცემთა მეცნიერების, მანქანური სწავლების ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** CRM, BI, BPM, BRM S პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
** კარიერულ ზრდას და კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას, როგორც კომუნიკაციით ასევე სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობით;
** სუპერ კვალიფიციური გუნდის ცოდნის გაზიარებას;
** Fitpass ბარათს;
** უფასო ხილი/ყავა/ჩაი ყოველდღე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@maxinai.com და "Subject"-ში მიუთითეთ "ბიზნეს ანალიტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე