ბექ-ოფისის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ-ოფისის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი" ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით.

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას. კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

ძირითადი მოვალეობები:

** სასესხო პორტფელის რეპორტების მომზადება და ანალიზი;
** სესხების პროგრამული გადანაწილება;
** სხვადასხვა სახის პროგრამული გატარებების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან ახალ კურსდამთავრებული ეკონომიკური/ფინანსური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS EXCEL მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციისა დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე