სოციალური მედიის/კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის/კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Nido
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"nido" არის საცალო გაყიდვების მრავალ არხიანი პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია, როგორც ონლაინ ასევე ფიზიკური მაღაზიების მეშვეობით. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.nido.ge

ვაკანსია: სოციალური მედიის/კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 10:00-15:00.
სამუშაო ადგილი: კავსაძის ქუჩა (ვაკე).
ანაზღაურება: 400₾-600₾

ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ, შრომისმოყვარე ახალგაზრდას, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებლებთან კომუნიკაციაში და ყოველდღიურ ოპერაციებში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა (Facebook, Emails, სატელეფონო ზარები)
** კურიერებთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია
** ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ცოდნა
** სხვა ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** მინ. 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** სიახლეების სწავლის სურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@nido.ge და ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ - "სოციალური მედიის/კლიენტებთან ურთიერთობა მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 თებერვალი, 2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე