ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 28 იანვარი
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (ბექ-სისტემები - ტესტირების ავტომატიზაცია) პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4332
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
** გაქვს ანალიტიკური, აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
** გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

რას გააკეთებ?

** ციფრული არხების მიმართულებით ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში;
** ტესტირების ქეისებზე დაყრდნობით მონაწილეობას მიიღებ ავტომატურ ტესტების დეველოპმენტში;
** ორიენტირებული იქნები ტესტირების პროცესის სწორად დაგეგმვასა და განვითარებაზე;
უზრუნველყოფ ტესტირების რეპორტის შექმნას გუნდისთვის;

მნიშვნელოვანია:

** გქონდეს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების სწავლის სურვილი ტესტირების მიმართულებით;
** გქონდეს გამოცდილება QA ანალიტიკაში;
** OOP პრინციპების ცოდნა და უნარები (Java ჩაითვლება უპირატესად);
** SDLC (Software Development Life Cycle) ფაზების, მეთოდოლოგიის, პროცესისა და მოდელების ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკული ცოდნა;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით სწავლის უნარი;
** სურვილი გააუმჯობესო არსებული უნარები და განავითარო საკუთარი თავი IT მიმართულებით.

კარგი იქნება:

** იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ბიბლიოთეკას;
** გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);
** სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (SOAP, REST).

რას გთავაზობთ:

** მყუდრო სამუშაო გარემოს;
** დამოუკიდებელ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრენინგებით და სემინარებით.

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4332

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე