მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კერა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
რესტორანი "კერა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამზარეულო: ქართული ურბანული, "Home slow cooking kitchen"

ადგილმდებარეობა: მცხეთა
მისამართი: სანაპიროს 3
9 სთ-იანი სამუშაო გრაფიკი, დღეები შეთანხმებით
კვებით და თბილისიდან ტრანსპორტით უზრუნველყოფა
ანაზღაურება- დღეში 18 ლარი + "ჩაი" + ბონუსური სისტემა
კარიერული ზრდის შესაძლებლობა

ძირითადი ფუნქციები:

** სტუმრების მიღება; მენიუს შეთავაზება - არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ.
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა.
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასაუბრო ინგლისურის ან რუსული ენის ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

სასურველი უნარ-ჩვევები და თვისებები:

** ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული,
** აქტიური,
** ორგანიზებული,
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ელ.მისამართზე keramtskheta@gmail.com

რესტორნის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/KeraRestaurants/?ref=py_c
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე