ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი
მომწოდებელი: მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი არის მულტიდისციპლინურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ახორციელებს 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების შეფასებას, დიაგნოსტირებას და დახმარებას, ასევე მათი ოჯახების კონსულტირებას და სხვა.

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვისა და ოჯახის შეფასება და ანალიზი
** ოჯახთან ერთად მუშაობის დაგეგმვა ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და ა.შ.), მისაღწევ შედეგებზე შეთანხმება და განხორციელების მხარდაჭერა
** ბავშვის სკოლამდელი ან ზოგადი განათლების სისტემაში გადასვლის/ჩართვის ხელშეწყობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის ტრენინგის სერთიფიკატი
** უმაღლესი განათლების დიპლომი
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალობა
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV და ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის სერთიფიკატი გამოაგზავნოთ 31 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე mhc.contact.mhc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის ვაკანსია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე