ალტერნატიული გაყიდვების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ალტერნატიული გაყიდვების უფროსი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ალტერნატიული გაყიდვების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალ ავტო სალონებთან და მეორად ავტო დილერებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან კონტრაქტების გაფორმება;
** მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ავტო ლომბარდების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
** ახალი გაყიდვების არხების მოძიება.
** გაყიდვების შესაბამისი პროცესისა და სისტემების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია საბანკო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მართვის უნარი;
** კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
** პრეზენტაციებისა და პროექტების წარდგენის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ალტერნატიული გაყიდვების უფროსი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე