სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge | www.INGCO.ge) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული მედია-არხების (Facebook, YouTube, Twitter, Instagram...) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
** სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის: პოსტი, ვიდეო, გიფი, სიუჟეტი და ა.შ. ინფორმაციის მომზადება/განთავსება;
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** Live ჩართვების ორგანიზება/გაშვება;
** სხვადასხვა ვიდეოების და პოსტების დარეკლამება;
** სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა; გუგლის, ფეისბუკის, ინსტაგრამის პრომოციული საშუალებების გამოყენება;
** Adobe პროგრამებიდან - Photoshop, Illustrator, Corel - რომელიმეს ცოდნა;
** ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 იანვარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე