მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
სს "ტერაბანკი" თბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე (პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას. ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველ გათენებულ ღამეზე გაიცემა დამატებითი ანაზღაურება).

სამუშაო ლოკაციები: ღუდუშაურის საავადმყოფო, სასტუმრო "ბილტმორი".

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა/კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge 2020 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე