ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე.

გრაფიკი: 4 საათიანი სამუშაო დღე.

აუცილებელი უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
** სხარტი და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი.

ძირითადი საქმიანობა:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების მიღება; მომხმარებლის მომსახურება; კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა სტანდარტის შესაბამისად;
** მომსახურების გაწევისთვის აუცილებლად საჭირო შიდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული (სასურველია სამედიცინო/ფარმაცევტული) განათლება (განვიხილავთ სტუდენტსაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე