სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
საერთაშორისო ორგანიზაცია ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის მუდმივი განახლება და მართვა;
** ვებ-გვერდზე განსათავსებელი მასალის თარგმნა რუსული, ან ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე (სტატიები, პროდუქტის აღწერილობა, პრეზენტაციები);
** სოციალური მედია არხების ოფიციალური გვერდების მართვა/განვითარება;
** კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა/განხორციელება;
** თემატური კონტენტის/დიზაინის შექმნა/განთავსება;
** რეკლამირება (გაიდლაინის მიხედვით);
** ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი;
** ონლაინ და ოფლაინ ტრენინგების, ვიდეო-სახელმძღვანელოების შექმნა;
** აქციებისა და სხვა კორპორატიული მასალისთვის დიზაინის შექმნა;
** მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კორპორატიულ ღონისძიებებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/სოციალური მედიის მიმართულებით;
** სოციალური ქსელების მართვის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება წერის/თარგმნის/კონტენტის შექმნაში;
** ქართული (ლიტერატურული), ინგლისური (საკომუნიკაციო) და რუსული (საკომუნიკაციო) ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, PPT, Excel, Outlook) ცოდნა;
** Adobe, Photoshop/Illustrator-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;
** HTML, CSS პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ვიდეო ედიტორების პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტის კარგად განვითარებული უნარ-ჩვევები;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: კონკურენტული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: recruiter@headcount.ge 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვას ვერ შევძლებთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე