გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 03 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

გაყიდვების წარმომადგენელი პასუხისმგებელია პოტენციურ კლიენტებთან პროდუქციის პრეზენტაციასა და ცნობადობის გაზრდაზე, მის რეალიზაციასა და მენეჯმენტის მიერ შემუშავებული გაყიდვების გეგმის შესრულებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სარეალიზაციო ობიექტების მოძიება, სადილინგო ქსელის შექმნა
** პროდუქციის წარდგენა საინფორმაციო და საპრეზენტაციო მასალების გამოყენებით
** პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა
** კორპორატიული კლიენტების მოძიება
** გამოფენა-გაყიდვების და პრეზენტაციების ორგანიზება პროდუქციის წარდგენის მიზნით
** ყოველთვიური ანგარიშების და მომდევნო თვის სამუშაო გეგმის მომზადება მენეჯმენტისთვის

მოთხოვნილი კვალიფიკაცია და პროფესიული თვისებები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** პრეზენტაციის, კომუნიკაციის, ურთიერთობათა განვითარების და მოლაპარაკებების წარმოებისათვის საჭირო უნარები;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: farshevangi1@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების წარმომადგენელი".

გაყიდვების წარმომადგენელის ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ხელფასისა და გაყიდული პროდუქციის შესაბამისად გაანგარიშებული ბონუსისაგან. უნაზღაურდება ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის ხარჯები.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 თებერვალი, 12:00 საათი

მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე