ავეჯის კონსტრუირების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუირების ინჟინერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუირების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.
სამუშაოს მიზანი: "ელთიბის" წარმოების ხაზის განვითარების ხელშეწყობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნოლოგიური პროცესების მართვა.
** ახალი პროდუქტების დანერგვა და განვითარება.
** ტექნოლოგიების ავტომატიზაცია.
** განათლება/გამოცდილება
** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება.
** შედეგზე ორიენტირება.
** ხარისხზე ორიენტირება.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა.
** გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავეჯის კონსტრუირების ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე