სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: East Gate
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
სასტუმრო "ისთ გეითი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისნის რაიონი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება და განთავსება;
** სტუმრის რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სამუშაო დღის დასასრულს მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** 25-დან 35-წლამდე ქალბატონი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** უმაღლესი განათლება ტურიზმის, მომსახურების, მენეჯმენტის ან სხვა ანალოგიურ სფეროში (სასურველია)
** ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარი და წერა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** ​მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** სამუშაო გრაფიკი - 24 საათი ყოველ მესამე დღეს, თვეში ათი ცვლა.
** ანაზღაურება: თვეში 500 ლარი Gross ფიქსირებული, + ბონუსები დატვირთულობის მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე eastgatevacancy2@gmail.com წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე