რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 03 თებერვალი
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თელავში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა
** პოტენციური კლიენტის მოძიება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მიზანსწრაფულობა
** ​მოტივირებულობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მოცემულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: shota.shishmanashvili@irao.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 თებერვალი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე